“თბილისი პრაიდის” კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა – დიპლომატები პოლიციის ცოცხალი ჯაჭვით გაყავთ

“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა. ღონისძიების დამსწრეების უსაფრთხოებას სამართალდამცავები იცავენ, მათ სპეციალური დერეფანი აქვთ გაკეთებული, რათა სტუმრებმა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვონ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. აქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ. სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. მანამდე დადასტურებული ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 12-ს შეადგენდა.