„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ვითარება კვლავ დაიძაბა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ისევ ცდილობენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება უნდა გაიმართოს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სავალ ნაწილზე გადადიან და გზის გადაკეტვას ცდილობენ. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა. ისინი პოლიციის მანქანებში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილზე, სადაც “თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას წინააღმდეგობას ამ წუთებშიც უწევენ.