“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: ტაბულა

გუშინ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

კერძოდ, 3-დღიანი პატიმრობა მიესაჯა პაატა გურჩიანს, რომელიც მრგვალ ბაღთან მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.