ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა ჩატარდეს, ულტრამემარჯვენე და ჰომოფობური განწყობების ჯგუფები მივიდნენ. მათი ნაწილი შესასვლელთან დგას და ცდილობს ღონისძიების მონაწილეები თუ სტუმრები შენობაში არ შეუშვას. შეკრებილები ყვირიან და კვერცხებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
“პატარა ბილიკია, საიდანაც აპირებენ გარყვნილებაში მყოფი პირების შეყვანას ფილმის ჩვენებაზე. ამ ბილიკზე მიდის დავა, ვინ დაიკავებს პოლიცია თუ ხალხი. პოლიცია თუ არ დაეხმარება, კინოში ვერ შევლენ. ჩვენ არავის ვერჩით, მათი გამოსწორება გვინდა. თუ კვერცხი მოხვდება აშშ-ის ელჩს, ღირსი იქნება, სადაც 90 წლის პოზნერს ესროლეს, მოხვდეს სხვასაც,”- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს “თბილისი პრაიდის” ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი. მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს