თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 

ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი.

შეგახსენებთ, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში  მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.