ფოტო: ipn
თბილისში მიმდინარე აქციებზე სიტუაცია დაძაბულია ამ დრომდე- “ღირსები მარშის ” მოწინააღმდეგეების ნაწილი გაეროს ოფისთან მივიდა.
ჰომოფობიური დაჯგუფების წევრები და პრაიდის მოწინააღმდეგეები დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან. “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები პრაიდის მომხრეებსა და მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან, არის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც.
სხვადასხვა ლოკაციაზეა მობილიზებული პოლიცია, თუმცა სამართალდამცავებს დაპირისპირების პრევენცია უჭირთ. არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ზოგიერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.