თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი დაჭრეს- ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიზეზი მისი საყურე გახდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.