თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში- გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.