თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, სიტყვიერი დაპირისპირების ნიადაგზე დაიწყო.  ძმებს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 25 წლამდე კაცმა, ჯერ მეზობელ ქალზე ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგ ორი ახალგაზრდა დაჭრა.

დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.