ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი დომინანტი იმაზე ადრე გახდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ვარაუდით, ეს მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან, თვის ბოლომდე მოხდება.
„ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, მაგრამ გახდება თუ არა დომინანტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, კორონავირუსის ინდური ვარიანტი გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში ან ივლისის ბოლოს იქნება. ამის უკან, არ არის მხოლოდ ვირუსოლოგიური მონაცემი, ამის უკან დგას სიტუაციის კლინიკური გაუარესება, ვინაიდან კორონავირუსის ინდური ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიული მიმდინარეობით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.