ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!

“ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!” – ასე ეხმაურება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის შეწყალების ფაქტს.

გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, დღეს შეიწყალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.