კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის გამოცდების დამატებითი სესიები დაინიშნა

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები დაინიშნა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამატებითი სესიები ჩაინიშნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.

„აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 21 ივლისს დაწერენ (II სესია); მათემატიკის გამოცდას – 23 ივლისს (II სესია); უცხოური ენის გამოცდას კი – 25 ივლისს (II სესია)“, – აცხადებენ ცენტრში.