კოვიდვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.