საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდის დღევანდელი სესიები დასრულდა. გამოცდაზე დღეს რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან, 92%- მდე აპლიკანტი მივიდა. დაიგვიანა 9 გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 35-მდე აბიტურიენტი.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და რეგისტრირებული აპლიკანტებიდან ცენტრში 28 არ გამოცხადდა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.