კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 606 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,49%, ბოლო 14 დღის – 3,01%, ბოლო შვიდი დღის – 3,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 371 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 718 გამოჯანმრთელდა, 5 383 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 272 810 ადამიანი, დღიურად აცრილია 3667.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 961 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 837 პირი.