საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 769 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 559 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 გამოჯანმრთელდა, 5 492 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 317 537 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 992.