კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ეპიდვითარება დღეს

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,67 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 957 გამოჯანმრთელდა, 5 516 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.