კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702.