საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 081 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3-4 ივლისის მდგომარეობით არის 3.63 პრიცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.85 პროცენტი, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.40 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 886 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 127 გამოჯანმრთელდა, 5 373 კი, გარდაიცვალა.