კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,86 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 367 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა, 5 327 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.