საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.