საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 281 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,69 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 226 გამოჯანმრთელდა, 5 452 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 302 388 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 096.