“როგორც დეპუტატი გამოვიყენებ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ეს საწარმოო პროცესი მოექცეს კანონის ჩარჩოების ფარგლებში და არცერთ რუსთაველს აღარ ჰქონდეს სწორედ ის დისკომფორტი, რაც რის ამ საწარმოო პროცესიდან გამოწვეული”,- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ სოკოს საწარმოს ხელმძღვანერლ პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლაცაბიძე ამბობს, ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქში უსიამოვნო სუნის საკითხი დროულად უნდა გადაიჭრას და ამისთვის არსებული დარღვევების გამოსწორება აუცილებელია.
„დავაყენეთ ის საკიხები, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, საწარმო პროცესი უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არის გარკვეული დარღვევები, აუცილებელია ამ დარღვევების გამოსწორება და აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად, აღიკვეთოს ის, რომ ქალაქი არ შეწუხდეს ბიზნესის მხრიდან უსიამოვნო სუნით.
ბიზნესის განვითარებას, ჩენ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ, რომ ნებისმიერ საკითხზე სადაც ჩვენი ჩართულობა იქნება აუციელებლი, ჩვენ ჩავერთვებით, აქ არერთი რუსთაველია დასაქმებული და რა თქმა უნდა, ესეც მნიშველოვანია. თუმცა ასვეე, როგორც დეპუტატი, გამოვიყენებ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ეს საწარმოო პროცესი მოექცეს კანონის ჩარჩოების ფარგლებში და არცერთ რუსთაველს აღარ ჰქონდეს სწორედ ის დისკომფორტი, რაც რის ამ საწარმოო პროცესიდან გამოწვეული.“- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.