#ლექSOSთვის – ზუსტად 15:00-ზე TV4-ის ეთერში მაყურებელი მხოლოდ ამ წარწერას ნახავს

“ტვ პირველის” გარდაცვლილ ოპერატორს, ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას  დღეს დაკრძალავენ-  ადამიანები ლექსოს სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მიდიან, არ გაიმართება არც სოლიდარობის აქციები.

TV4-ის საინფორმაციო სამსახური და მთელი გუნდი, კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო,  ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და “ტვ პირველს”.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა დაცული უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად. TV4 უერთდება სოლიდარობის აქციას და პატივს მიაგებს კოლეგის ხსოვნას. ვუერთდებით რეგიონულ არხებს და ჩვენს ეთერში 10 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთ წარწერას დაინახავთ- #ლექSOSთვის