მარნეულში მკვლელობა მოხდა – შეიარაღებული კაცი ოჯახს დაესხა თავს

მკვლელობა მოხდა მარნეულში-  ზემო სარალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახს  თავს დაესხა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჩაცხრილა, შემდეგ კი მას ავტომობილით გადაუარა.

მან ცეცხლი გაუხსნა ეზოში, ქალის დასახმარებლად გასულ სიმამრსაც, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში არიან გადაყვანილები ასევე ქალის დედა და მისი ძმა, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.

შსს-ს ცნობით გამოძიება მიმდინარეობს: ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე.  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს