მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანასა და რეგიონში- “ვაქცინების რაოდენობა საკმარისია”[ვიდეო]

მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანასა და რეგიონში- ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესში ექვსი ჯგუფია ჩართული.

შესაბამისად, როგორც დავით ბეგაშვილი ამბობს, კოვიდვაქცინაციის რესურსი ქალაქში გაიზარდა და ვაქცინის დოზების  რაოდენობაც საკმარისია. ვაქცინის დოზების მარაგი არის,  როგორც რუსთავში, ისე ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით.