მეგობრობის გამზირის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ერთ საათზე მეტია რაც მეგობრობის გამზირის ნაწილს, კონკრეტულად კი N31-დან N47-ის ჩათვლით კორპუსებსა და მის შემოგარენს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც tv4-ს ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე განუცხადეს, მაღალი ძაბვის სადენზე დაზიანება დაფიქსირდა. სპეციალური ჯგუფი მუშაობს მიზეზის დასადგენად და პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ როდის აღდგება ელექტრომომარაგება.