მე-14 მიკრორაიონში ველოსიპედების საწყობი დაიწვა[ვიდეო]

ხანძარი იყო რუსთავში, მე-14 მიკრორაიონის მიმდებარედ. წინასწარი ინფორამციით, დამწვარია ველოსიპედების საწყობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ზარალი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.