მე-8 მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს[ფოტო]

მე-8 მიკრორაიონის N 12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 1 280 000 ლარია გათვალისწინებული.

სკვერის პროექტი უკვე მზად არის და პროცედურის თანახმად, პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განხილვისთვის და ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი დაფინანსების მიღებისთვის გადაეგზავნება.