ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის პროგრამით, იპოთეკური სესხის პროცენტის 5%-8%-ის ფარგლებში თანადაფინანსება მოხდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე გაკეთდება.
“პროგრამა აწარმოე საქართველოში გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებზე, ვისაც შვილი შეეძინებათ და მოინდომებენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას. აქ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე გავაკეთებთ, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სულ მცირე 5% თანადაფინანსება მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის ჩვენს მიერ. მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, იქნება 8%-იან თანადაფინანსება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერაა გაღებული”,- აცხადებს თურნავა.
პროგრამით 60 000-დან 300 000-ლარამდე იპოთეკური სესხი დაფინანსდება.