საკუთარ ავტომობილებსა და ტაქსებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის ინიციატორი განმარტავს, რომ კანონპროექტი მზად არის და უახლოეს დროში, პარლამენტს ოფიციალურად წარედგინება.
ლელა სტურუა მთავარ არგუმენტად თამბაქოს მავნებლობას ასახელებს როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველებისთვის
“ეს ორნაწილიანია: ტაქსებში და პირად მფლობელობაში მყოფ მსუბუქ ავტომობილებში. ჩვენი ინიციატივაა, რომ უპირველესად ტაქსებში აიკრძალოს მოწევა, რადგან თამბაქოს პასიური მოხმარება იწვევს ისეთ დაავადებებს და ისეთივე მასშტაბით სიკვდილიანობას, როგორც თამბაქოს მოხმარება”,- ამბობს ლელა სტურუა, NCDC-ის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.