თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში 14 წლის გოგოს გადასარჩენად გადახტა. მოზარდი გადარჩა, თავად კი დაიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.