ოზურგეთში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ნაჯახით შეიარაღებული პირი თავს დაესხა . მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა 55 წლის კაცი ადგილზე დააკავეს.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაჯახით შეიარაღებული პირი პატრულის ეკიპაჟზე თავდასხმამდე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შეიჭრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.