პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება იყო- აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაარბიეს. აქციაზე ასევე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები.
აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ. ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიაყენეს. დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.
პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდოს.
აქციაზე იმყოფებიან, მოძრაობა “ერის” “ქართული მარშისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები”.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.









