პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

„ხომ ნახეთ დღეს მისი უტიფარი სახე, მე გაგახსენებთ 2015 წელს, ყველას გვახსოვს, როდესაც 31 დეკემბერს ტელევზიაში ჩვენ მოგვივიდა მისი მისალოცი ბარათები, რომლებიც 10 დღით ადრე დააბეჭდინა, გამოგზავნა და ის უკვე აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჩვენამდე მოვიდა მისალოცი ბარათები. ზუსტად ასეთი სახით ლაპარაკობდა მაშინაც და ის გადადგა. მე გაგახსენებთ მომდევნო პრემერ-მინისტრის განცხადებას, ასევე მედგარი სახით, როგორც დღეს ღარიბაშვილი ლაპარკაობდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, მაგრამ გადადგა მეორე დღეს, 24 საათში. მე გაგახსენებთ მესამე პრემიერს, რომელიც ამბობდა, რომ ყველას დაასრულებდა, ვინც მას არ მოსწონს, გადადგა“, – განაცხადა ვახო სანაიამ სიტყვით გამოსვლის დროს.