პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა- „არ მივცემთ უფლებას დღეს სხდომა ჩატარდეს”

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ამ დროისთვის დაპირისპირება გრძელდება უშუალოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მედიამენეჯერების და აქტივისტების ნაწილი, მანდატურის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, დარბაზში შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ მათსა და “ქართული ოცნების დეპუტატებს” შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ამჟამად დეპუტატებს შორის მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ,  ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმის საშუალება მიეცეთ.