“პრაიდის” ორგანიზატორი რიონის მცველებს: ღმერთო რა სამარცხვინო განცხადებაა

„ღმერთო რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა,“ – ასე ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით.

დღეს “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას!“