პრაიდის ღონისძიებაზე დაკავებული ჰომოფობიური ჯგუფის 23 წევრიდან 20 გაათავისუფლეს

1-ელ ივლისს “თბილისი პრაიდის” კვირეულის ღონისძიებაზე დაკავებული რადიკალური ჯგუფის 23 წევრიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სამი მათგანი იზოლატორშია გადაყვანილი.

გუშინ “პრაიდის” ორგანიზებით კინოჩვენება გაიმართა.  რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ისინი ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

პრაიდის კვირეულის ღონისძიების მონაწილეები პოლიციამ ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა.