პროექტი “168” დაიხურა

პროექტი სახელწოდებით “168” დღეს დაიხურა. რუსთავის ცენტრალური პარკის ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვოლიერებში მხატვრებმა 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს. პერფორმანსს, რომელიც რუსთავში უკვე მესამე წელია იმართება, მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად ემატება. წელს ვოლიერებში ცხოვრება და ნახატების შექმნა 15-მდე მხატვარმა გადაწყვიტა.

პროექტი, რომელიც ტრადიციად იქცა, მომავალ წელს განახლდება და მხატვრები ვოლიერებში ზუსტად 168 საათს, ანუ ერთ კვირას გაატარებენ.