პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო[ვიდეო]

პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკანტები რეგისტრაციის გავლას 20 აგვიტოს ჩათვლით შეძლებენ. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ საიტზე vet.emis.ge-ზე, ასევე სასწავლებლებში ადგილზე მისვლით.

23 აგვისტოდან დაიწყება შიდა შერჩევითი კონკურსები, რის შედეგადაც სტუდენტები სასწავლებელში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. როგორც პროფესიულ კოლეჯში “მოდუსი” TV4-ს განუცხადეს, ყველაზე დიდი მოთხოვნა კულინარიული ხელოვნებისა და სამკერვალო წარმოების პროფესიულ პროგრამებზეა.