რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის ფოტოკონკურსი „ჩემი რუსთავი“- ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება[ვიდეო]

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი აცხადებს რუსთაველი ფოტოგრაფის რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის ფოტოკონკურსს „ჩემი რუსთავი“.

  • თუ ხარ რუსთაველი
  • გიყვარს ფოტოების გადაღება
  • ეუფლები, ან გინდა რომ დაეუფლო ამ პროფესიას
  • ან თუნდაც უკვე ხარ პროფესიონალი ფოტოგრაფი

“გვაჩვენე როგორია რუსთავი შენს ობიექტივში

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რუსთავში რეგისტრირებულ პირებს
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა
  • ფოტო ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნამდე არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა რომელიმე კონკურსზე
  • საკონკურსო ფოტოს ხარისხი უნდა იყოს მინიმუმ 2000×3000

ცენტრის ინფორმაციით, I და II ადგილის მფლობელებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. III ადგლის მფლობელს კი ე.წ. ლაიქების საშუალებით გამოავლენს ფეისბუქ მომხმარებელი.

“რაც მთავარია საპრიზო ადგილის მფლობელებს ძალიან, ძალიან მაგარი საჩუქრები ელით

I- მობილური ტელეფონი (Samsung Galaxy A51)

II-პლანშეტი (Samsung Galaxy Tab A7)

III-გარე მეხსიერების მყარი დისკი (Toshiba Canvio Basics HDD 2 TB)

გამარჯვებული კონკურსანტების წარდგენა და დაჯილდოვება გაიმართება ფოტო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა კონკურსანტის ნამუშევარი

საკონკურსო ფოტოს გამოაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cysphoto2021@gmail.com

ფოტოს თან დაურთეთ მონაწილის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

ფოტოების მიღება შეწყდება 5 სექტებერს, მიღებული ნამუშევრები ფეისბუქ გვერდზე განთავსდება არა უგვიანეს 10 სექტემბრისა”-ნათქვამია ინფორმაციაში.