რა მოცულობით განისაზღვრება “განახლებული რეგიონების” დაფინანსება- მეშველიანის კითხვა

„რა პრინციპით , რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა” – გოგი მეშველიანმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კითხვა დაუსვა.

პარლამენტის მაჟორიტარ წევრს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო რესურსების სამართლიანი და მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის განაწილება, რეგიონების თანაბარი განვითარების მთავარი წინაპირობაა.

„მე მაინტერესებს კონკრეტულად “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მთლიანად რა მოცულობით განისაზღვრება პროგრამის დაფინანსება და ასევე, საინტერესოა თუ რა პრინციპით , რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა“ – გოგი მეშველიანის კითხვა გიორგი კაკაურიძეს

„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა დღეს აქ , პირველ რიგში ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ნაწილში. თქვენ ბრძანეთ, რომ დაახლოებით  90 მილიონი ლარით იზრდება ასიგნებები და ამასთან ეს გათვალისწინებულია  პროგრამის „განახლებული რეგიონები“  დასაფინანსებლად და გარდა ამისა  გარკვეული ზრდა იქნება რეგ ფონდის მიმართულებით და როგორც ვხვდები, ეს შიდა პროგრამებს შორის გადანაწილების ფარგლებში ხდება,”-  განაცხადა მეშველიანმა ოთხი კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების  N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილებოდა. საკითხი  გიორგი კაკაურიძემ  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ წარადგინა.