რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდის მეორე სესიაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე სესია დასრულდა.

როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები აცხადებენ ტესტი საშუალო სირთულის იყო.

გამოცდის დაწერის შემდეგ, აბიტურიენტებმა TV4-თან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ არგუმენტირებული ესეს დაწერა შემდეგ თემაზე მოუწიათ: “ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს ლიტერატურას”. პროგრამული ტექსტის გასაანალიზებლად მოცემული იყო ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონი” არაპროგრამული ტექსტის სახით კი ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის მოთხრობიდან “შურისძიება”.