„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი ადასტურებს.
მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდის მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.
„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა . ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ თბილისში და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.
პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…”, – ამბობს ის.









