როდის აღუდგება გაზმომარაგება მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, დღეს დილის 10:00 საათიდან  18:00 საათამდე რუსთავში  მეოცე და ოცდამეერთე მიკრორაიონებს გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

მათივე ცნობით,  მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. .აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114.