რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ერთი დაკარგულად ითვლება.
კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს.
შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.