რუსთაველმა მოკრივემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუსთაველმა მოკრივემ მეხმან ნამაზოვმა (66 კგ) თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნამაზოვმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ფინალში უკრაინელ მეტოქეს დააუპირისპირდა, რომელთანაც ოქროს მედალი დათმო.

ჩემპიონატში 29 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობდნენ.