რუსთავის ეტალონი დავით დუგლაძე გახდა

“ეტალონის’ კონკურსის გამარჯვებული გახდა და „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული
მიენიჭა რუსთავის N13 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავითი დუგლაძეს,-ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

“გამარჯვებული ქალაქ რუსთავს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში – რომელიც
გაიმართება მიმდინარე წლის ივლისის თვის დასასრულს და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების გამარჯვებული მოსწავლეები.

ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები.

მესამე ეტაპი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის  მხარდაჭერით რუსთავში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. კონკურსი რუსთავის სკოლების მოსწავლეთათვის ონლაინ რეჟიმში 2 ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპში მონაწილეობა რუსთავის 26 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის  მოსწავლეებმა მიიღეს.  ჯამში კონკურსში 97 რუსთაველი ახალგაზრდა ჩაერთო. მეორე ეტაპში მონაწილეობდა რუსთავის 22 სკოლის 58-მა მოსწავლემ მიიღო.

კონკურსის პირველი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცა ონლაინ სიგელი, ხოლო
მეორე ეტაპის მონაწილეს ოქროს სიგელი, გამარჯვებული და მომდევნო ორი ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდნენ ონლაინ დიპლომებით.