გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სახელოვნებო განათლების მქონე პირს, რეჟისორს ან მსახიობს.
გამარჯვებულის გამოსავლენად უკვე შექმნილია სპეციალური ჟიური. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას სოსო ნემსაძე იკავებს, თუმცა მისი უფლებამოსილება იწურება.
როგორც რუსთავის მერიის აპარატის უფროსი აცხადებს, კონკურსი, სავარაუდოდ, ივლისის თვის ბოლომდე დამთავრდება.