რუსთავის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა ორ აგვისტოს გახდება ცნობილი.

როგორც რუსთავის მერიის აპარატის უფროსი აცხადებს, კონკურსში ორი კანდიდატი მონაწილეობს. გამარჯვებულის გამოსავლენად შექმნილია სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც შვიდი წარმომადგენლისგან შედგება.

რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო სახელოვნებო განათლების მქონე პირს, რეჟისორს ან მსახიობს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.